2023 წლის 25 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია ,,კარგი საწარმოო (GMP) და კარგი სადისტრიბუციო (GDP) პრაქტიკების დანერგვა საქართველოში.”
ლექციაზე მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის GMP/GDP ექსპერტ-კონსულტანტები: ირაკლი ჯალაღონია და გიორგი დათუკიშვილი.
ღონისძიება ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
საჯარო ლექციის ორგანიზატორები: საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია (GPSA); საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია; თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა.