2023 წლის 30 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია ,,კვლევები ფარმაცევტულ ტექნოლოგიებში“.
მოხსენება წაიკითხა თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, მაგისტრანტები, ახალგაზრდა მკვლევარები, ადმინისტრაციული პერსონალი და საკითხით დაინტერესებული პირები.
საჯარო ლექცია ჩატარდა საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის (GPSA) ორგანიზებით.