თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საქართველოს ბავშვთა ქირურგთა ასოციაციის ორგანიზებით 2023 წლის 3 ივნისს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ბავშვთა ქირურგიაში, რომელიც ეძღვნებოდა გამოჩენილი ბავშვთა ქირურგის, თსსუ-ის საპატიო დოქტორის, პროფესორ იცხაკ ვინოგრადის ხსოვნას.
კონფერენციის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი გიორგი ამილახვარი, ისრაელის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ქალბატონი ჰადას მეიცადი, თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, პროფესორი მიხა რაბაუ (ისრაელი) და პროფესორი შლომ კონსტანტინი (ისრაელი).
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საგანგებოდ ამ დღისთვის მოწვეული მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები:
- პროფესორი შლომი კონსტანტინი (ბავშვთა და მოზრდილთა ნეიროქირურგია, ისრაელი)
- პროფესორი ამულია საქსენა (ევროპის ბავშვთა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთი,)
- პროფესორი რან შტეინბერგი (რამბამის სამედიცინო ცენტრი, ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი,ისრაელი).
- პროფესორი ჯოსეფ ბენ არი (რამბამის სამედიცინო ცენტრი, რეანიმაციული სამსახურის უფროსი, ისრაელი).
- ამით ლეჰავი (რამბამის სამედიცინო ცენტრი, ანესთეზიოლოგი, ისრაელი,)
- იუჯინ მანევიჩი (ბავშვთა უროლოგიური ასოციაციის გენერალური მდივანი, აშშ)
- დებორა ლოეფი ( ჩიკაგოს უნივერსიტეტი, აშშ)
- მიხა რაბაუ ( ისრაელი)
- ვადიმ კაპულერი (ასუტას სამედიცინო ცენტრი, ისრაელი)
ბავშვთა ქირურგიის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე სამეცნიერო და კლინიკური მიღწევები, რაც უდიდეს დახმარებას გაუწევს ქართველ ბავშვთა ქირურგებს მათ ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში.