2023 წლის 19-25 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან ბარამიძე და ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სპლიტის (ხორვატია) უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სასწავლო პროცესს, დაათვალიერეს საფაკულტეტო ბიბლიოთეკა, გამართეს სამუშაო შეხვედრები სპლიტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან, პროფესორ ანტონელა მარიჩთან და სპლიტის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. შეხვედრებზე განხილული იქნა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, დასახული იქნა კონკრეტული გეგმები ერთობლივი კვლევების, ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადების, პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტთა მობილობის მიმართულებით.