2023 წლის 12 სექტემბერს თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტში დიაბეტის მსოფლიო ფონდის დირექტორთა საბჭო (დელეგაციის ხელმძღვანელი - ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი ლეიფ ფენგერ იენსენი) სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. სტუმრებს შეხვდა თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო კარანაძე.
ვიზიტისას განხილულ იქნა დიაბეტის მსოფლიო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში განხორციელებული საქმიანობები და მიღებული შედეგები, დიაბეტის მართვაში არსებული პრობლემები და გამოწვევები, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
აღსანიშნავია, რომ 11-15 სექტემბერს დიაბეტის მსოფლიო ფონდის დირექტორთა საბჭომ სამუშაო შეხვედრები ასევე გამართა საქართველოს პარლამენტში, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივ ოფისში.
ცნობისთვის, დიაბეტის მსოფლიო ფონდი არის დიაბეტის პრევენციისა და მკურნალობის პროექტების ძირითადი დამფინანსებელი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. 2002-2022 წლებში ფონდმა 197.7 მილიონი ევრო დახარჯა 595 პროექტის დასაფინანსებლად მსოფლიოს 119 ქვეყანაში.