2023 წლის 15 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შუა აღმოსავლეთის პედიატრიული ორთოპედიის ასოციაციის ( MEPOS) პრეზიდენტი, შეიხ ზეიედის კლინიკის ორთოპედი, პროფესორი მარკ სინკლერი ეწვია.
პროფესორმა სინკლერმა შეხვედრა გამართა თსსუ-ის
რექტორთან, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთან, შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი,
პროფესორი სოფიო ბახტაძე; რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი
ირინა კაპეტივაძე; ტრავმატოლოგიისა და
ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
პროფესორი ლევან
ჩიკვატია; ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ
ავაზაშვილი და ბავშვთა ორთოპედი ლევან ქაჯაია.
პროფესორმა სინკლერმა დაათვალიერა თსსუ-ის „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი“. დღის ბოლოს, მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, საერთაშორისო ბავშვთა ორთოპედიის ცენტრის (ICCO) და თსსუ-ის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის თანამშრომლობის ეგიდით, ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „კიდურების თანდაყოლილი დეფორმაციები, მათი თანამედროვე მართვის პრინციპები ბავშვთა ორთოპედიაში“.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და ინტერაქციულ ფორმატში გაიმართა. ლექციაზე პროფესორმა ლევან ჩიკვატიამ და ბავშვთა ორთოპედმა, ლევან ქაჯაიამ უპასუხეს აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს. ლექციის დასასრულს სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.