2023 წლის 8-11 ნოემბერს ქალაქ დუბლინში (ირლანდია) ჩატარდა კონფერენცია - „16th European Public Health Conference: Our Food, Our Health, Our Earth: A Sustainable Future for Humanity" რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, კონფერენციის დელეგატები: სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი, სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა გორგასლიძე და თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დოქტორანტი გვანცა ჯანიგაშვილი.
ღონისძიებაზე ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ წარადგინა მოხსენება: „Identification and evaluation of cases of polypharmacy and irrational pharmacotherapy in Georgia“. კვლევითი ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში - The European Journal of Public Health (Published by Oxford University Press, IF - 4.3).
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელგაციის წევრებმა, ასევე, მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში.