კლასიკური მუსიკის კონცერტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის  24 ნოემბერს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა კლასიკური მუსიკის საღამო,  რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის სტუდენტებმა, კულტურის ცენტრთან არსებული  კლასიკური მუსიკის ჯგუფის  წევრებმა: თორნიკე თომაშვილმა,  ნინო და ვერიკო გერგაულებმა, გიგი გორგაძემ, ნია ფიფიამ, ანდრია გლავაცკიმ, ელენე გოგინოვმა, ნიკო იმნაძემ, ანა კორახაშვილმა, ერეკლე გუნდიშვილმა.

კონცერტზე შესრულდა: ჰენდელის, შუბერტის, ლისტის, ბეტჰოვენის, ჩაიკოვსკის, რახმანინოვის, სკრიაბინის, შუბერტის, მერაბიშვილის ნაწარმოებები. მაყურებლის წინაშე საკუთარი ნაწარმოებებით წარსდგნენ თსსუ-ის სტუდენტები: გიგი გორგაძე და  ნიკოლოზ იმნაძე. 

კლასიკური მუსიკის ჯგუფის ხელმძღვანელია - მაესტრო გოდერძი ჩიტაიშვილი.