2024 წლის 25 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარდა ტრადიციული კონფერენცია- ,,სოციოლოგია ჯანდაცვაში“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის პირველი სემესტრის სტუდენტებმა, რომლებმაც მოსახლეობის ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე შემდეგი მოხსენებები წარადგინეს:
• ,,გეგმიური ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება“- ელენე უზუნაშვილი
• ,,მშობიარობისშემდგომი დეპრესია“ - ნინო ოზბეთელაშვილი
• ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის ფორმირება და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე“- ლიზი სტეფნაძე
• ,,ქალთა მიმართ ძალადობა“-ქეთევან თომაშვილი
• ,,ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში“-ლაშა სახვაძე
• ,,აიტი ტექნოლოგიების გავლენა ჯანმრთელობაზე“-ტატა გელაშვილი
• ,,თამბაქოს მოხმარება“-ანანო გოქაძე
• ,,საშვილოსნოს ყელის სიმსივნური დაავადებები“-ლიზი გაბიძაშვილი
• ,,კორონავირუსის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“-ლიზი ტაბიძე
• ,,ღვიძლის დაავადებები და მისი გამომწვევი ფაქტორები“-ანა ლაბაძე
კონფერენციის ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.