2024 წლის 15 თებერვალს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 25 წლიანი საქმიანობის აღსანიშნავ შეხვედრას უმასპინძლა. საიუბილეო ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ UNFPA-ს პარტნიორ უწყებებსა და ორგანიზაციებს.
ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, „გამორჩეული პარტნიორობისა და მოსახლეობისა და განვითარების სამოქმედო პროგრამის (ICPD PoA) პრიორიტეტების მისაღწევად შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“, მადლობის სიგელი მიიღო, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს გადასცა.
გარდა ამისა, საიუბილეო ღონისძიებაზე გაიმართა UNFPA-ის მეგობრების კლუბის პრეზენტაციაც, რომლის მიზანია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ჩართულობით.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა Frends of UNFPA Georgia-ს კლუბის წევრი გახდა.