2024 წლის 12 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება, ბატონი დოვლეტმირატ სეიტმამმედოვი.
ბატონ ელჩს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უმასპინძლეს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რექტორის აპარატის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინა კაპეტივაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ კილასონიამ. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თურქმენეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა სტუმარს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, ტრადიციები და საგანმანათლებლო პროგრამები. ასევე, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა ისაუბრა თსსუ-ის კავშირებზე უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან და საუნივერსიტეტო კლინიკებთან. თავის მხრივ, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მისმა აღმატებულებამ, ბატონმა დოვლეტმირატ სეიტმამმედოვმა თსსუ-ის რექტორს თურქმენეთში უმაღლესი განათლებისა და თურქმენეთის უნივერსიტეტების შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
დასასრულს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა საპატიო სტუმარს თსსუ-ის სიმბოლიკიანი საჩუქრები გადასცა.