2024 წლის 6-9 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორები ხათუნა ჭაავა და ნინო გეგეშიძე მივლინებით იმყოფებოდნენ ქალაქ ფლორენციაში (იტალია), სადაც მონაწილეობა მიიღეს 17-ე საერთაშორისო კონფერენციაში ,,მოწინავე ტექნოლოგიები და მკურნალობის მეთოდები დიაბეტის მართვაში“.
თსსუ-ის პროფესორებმა ღონისძიებაზე წარადგინეს პოსტერული ნაშრომები:
,,The use of Alogliptin in the treatment of patients with type 2 diabetes Mellitus“;
,,Combination of Pioglitazone Andalogliptin in the treatment of type 2 diabetes Mellitus“.
აღსანიშნავია, რომ ნაშრომები დაიბეჭდა 5,4 იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში - ,,Diabetes Technology & Therapeutics” .