აკადემიური კალენდარი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია:  9სექტემბერი – 21სექტემბერი 2019 წ.
ბ) მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაცია: 16 სექტემბერი - 4 ოქტომბერი 2019 წ.
გ) სტუდენტთა შემოდგომის სემესტრული რეგისტრაცია: 9 სექტემბერი – 4 ოქტომბერი 2019 წ.
დ) შემოდგომის სემესტრის ხანგრძლივობა: 23 სექტემბერი, 2019 წ – 29 თებერვალი  2020 წ.
ე) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის I სემესტრის ხანგრძლივობა: 15 ოქტომბერი, 2019 წ – 29 თებერვალი, 2020 წ.   
ვ) დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის  XI სემესტრის ხანგრძლივობა: 23 სექტემბერი, 2019 წ – 22 თებერვალი. 2020 წ.
ზ)დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის XII (შემოდგომის) სემესტრის ხანგრძლივობა: 23 სექტემბერი, 2019 წ – 6 დეკემბერი. 2019 წ.
თ) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის I სემესტრის ხანგრძლივობა: 23 სექტემბერი, 2019 წ – 29 თებერვალი  2020 წ.
ი) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის  III, V, VII, IX, XI (შემოდგომის) სემესტრების ხანგრძლივობა: 16 სექტემბერი 2019 წ – 29 თებერვალი 2020 წ.
კ) შემოდგომის სემესტრის საგამოცდო სესია: 15 იანვარი 2020წ. - 22 თებერვალი, 2020 წ.
ლ) შემოდგომის სემესტრის დამამთავრებელი გამოცდები: 2019 წ 25 ნოემბრიდან.
მ) სტუდენტთა საახალწლო-საშობაო არდადეგები:  28 დეკემბერი, 2019წ. - 7 იანვარი, 2020 წ.
ნ) სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრული რეგისტრაცია: 24 თებერვალი, 2020 წ. – 13 მარტი, 2020წ.
ო) გაზაფხულის სემესტრის ხანგრძლივობა: 2 მარტი 2020 წ. - 28 ივლისი 2020 წ.
პ) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის IV, VI, VIII, X, XII (გაზაფხულის) სემესტრის ხანგრძლივობა: 2 მარტი, 2020 წ. – 15 აგვისტო, 2020წ.
ჟ) დამამთავრებელი გამოცდები: 2020 წ. 16 ივნისიდან.
რ) გაზაფხულის სემესტრის საგამოცდო სესია: 15 ივნისი 2020 წ. – 25 ივლისი 2020 წ.
ს) გამოცდები დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის IV,V და VI კურსის, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის II, III, IV, V და VI კურსის,  ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების II, III და IV კურსის, საექთნო საქმის ბაკალავრის III და IV კურსის და V საფეხურის უმაღლესი პროფესიული პროგრამების (მილევადი რეჟიმი) III კურსის კლინიკურ დისციპლინებში ჩატარდეს კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.
ტ) გამოცდები სტომატოლოგიის ფაკულტეტის III და IV კურსის არაპროფილურ კლინიკურ დისციპლინებში ჩატარდეს კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში. 

იხილეთ სრული ვერსია: