აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 2024 წლის 24-27 აპრილს ჩატარდა ჰეპატო-გასტროენტეროლოგთა და ქირურგთა XX საერთაშორისო ევრაზიული კონგრესი. კონგრესში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი გია თომაძე; ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი გიორგი ასათიანი; ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლალი ახმეტელი; ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლევან გოფოძე; ქირურგიის N2 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე შაფათავა; ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი არჩილ ალადაშვილი; ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ლიანა საგინაშვილი; ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი თეიმურაზ ივანიშვილი; ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი მარგალიტა გოგოლაძე; ქირურგიის N2 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ალექსანდრე ჩინჩალაძე; ქირურგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, პროფესორი ალფონსო რეკორდარე (იტალია); ქირურგიის დეპარტამენტის დოქტორანტი ერეკლე გრატიაშვილი.
კონგრესის მუშაობაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ: თსუ-ის პროფესორი მერაბ კილაძე, მედიცინის დოქტორი, აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დერმატო-ვენეროლოგი ცირა ლეონიძე; თოდუას კლინიკის თერაპევტითამთა მეტრეველი -, სალომე კობაძე - თოდუას კლინიკის ქირურგი-პროქტოლოგი, ონკოლოგი (გიდმედი)ირაკლი ნადირაძე.
კონგრესის მიმდინარეობისას სხვადასხვა სექციას თავმჯდომარეობდნენ: პროფესორი გია თომაძე, პროფესორი გიორგი ასათიანი, პროფესორი მერაბ კილაძე. საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ: პროფესორი გია თომაძე, პროფესორი მერაბ კილაძე, პროფესორი ალფონსო რეკორდარე - ქირურგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი (იტალია), ქირურგი გია გოჩილაიძე (გერმანია). მონაწილეთა აბსტრაქტები დაიბეჭდა კონგრესის მასალებში.
კონგრესის სამეცნიერო პროგრამა შეეხებოდა თანამედროვე ქირურგიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: ზოგადი ქირურგია, ქირურგიული და თეორიული გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია, ენდოსკოპია, ტრანსპლანტოლოგია, კარდიო-ვასკულური ქირურგია, გულმკერდის ქირურგია, ესთეტიური და პლასტიკური ქირურგია, ონკოლოგია, ინვაზიური რადიოლოგია ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპია.