2024 წლის 29 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია "ნეიროფსიქოფიზიოლოგიის მიღწევები და მენტალური კეთილდღეობის მეთოდოლოგია".
ლექცია წაიკითხა ექიმმა - ნეიროფსიქოთერაპევტმა, მენტალური ჯანმრთელობის კანცლერმა, კლინიკის „ბრეინ ველნესს ცენტრ - ნიუ იორკი, მანჰეტენი (BWC-NY, Manhattan)” დირექტორმა, ნეიროფსიქოთერაპიისა და ნეიროფიტბექის განყოფილების ხელმძღვანელმა - აზა მანთაშაშვილმა.
მოსახლეობის ზოგად მენტალურ მდგომარეობაზე ზრუნვა, საზოგადოების კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია, მენტალურად ჯანმრთელი ინდივიდებისგან შემდგარი საზოგადება, უფრო პროდუქტიული და წარმატებულია. ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდა მენტალური ჯანმრთელობის საკითხი, რასაც მნიშვნელოვანწილად ცხოვრების დაძაბული რიტმი და ცვალებადი გარემო განაპირობებს. შესაბამისად, მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობისა და ჩვენს ცხოვრებაზე მისი გავლენის გააზრება უაღრესად მნიშვნელოვანია და ყოველდღიურად უფრო პრიორიტეტული ხდება.
ქალბატონმა აზამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ამ მიმართულებით არსებული სიახლეები, მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზები.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონი აზა უკვე მეორედ სტუმრობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და საჯარო ლექციის საშუალებით უზიარებს ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას.