თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შეფასდა 2024 წლის რანჟირების - Times Higher Education Impact Rankings-ის მიხედვით. თსსუ უკვე მეორედ მონაწილეობს Times Higher Education IMPACT rankings უნივერსიტეტების გლობალური რეიტინგის სისტემაში, რომელიც აფასებს უნივერსიტეტების შედეგებს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის (SDG) მიღწევის კუთხით.
რანჟირების სისტემის მიზანია, შეაფასოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.
2024 წლის რანჟირებაში მსოფლიოს 125 ქვეყნის 2152 უნივერსიტეტი იღებდა მონაწილეობას.
2024 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გაეროს მდგრადი განვითარების 4 მიზანთან მიმართებით შეფასდა (SDG 3 - „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“, SDG 4 - ხარისხიანი განათლება, SDG 9 - ინდუსტრია, ინოვაციები და ინფრასტრუქტურა და SDG 12 - თანამშრომლობა მიზნების განხორციელებისათვის), საიდანაც საუკეთესო პოზიცია SDG3 - ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიმართულებით დაიკავა და 2152 უნივერსიტეტს შორის 401-600 პოზიციაზეა, რაც ადასტურებს უნივერსიტეტის აქტიურ და წარმატებულ მონაწილეობას მესამე მისიის განხორცილებაში.