თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ახალგაზრდული ფესტივალის „სტუდფესტი 2024“ რამდენიმე ნომინაციის გამარჯვებულები გახდნენ.
მთელი საქართველოს მასშტაბით, ფესტივალის ფარგლებში, უნივერსიტეტებს შორის გაიმართა სპორტული ტურნირები, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, ინტერმედია - კონკურსი საუნივერსიტეტო თეატრებს შორის, მოხალისეობრივი აქტივობები და STEM კონკურსი, რომელმაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა. ასევე, საგანმანათლებლო პროექტები, რომელიც მოიცავდა ინტელექტუალურ შეჯიბრს, დებატები, City Game, ესეების კონკური თემაზე - საქართველო და ევროპა, STEM მარათონი.
სტუდენტები ახალგაზრდული ფესტივალის „სტუდფესტი 2024“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე, სადაც გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. მინისტრმა დამსწრე გამარჯვებულ სტუდენტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და სპეციალური პრიზები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფესტივალს 25 000-მდე მონაწილე და 665 გამარჯვებული სტუდენტი ჰყავს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვეს:
I ადგილი: ქართული ცეკვა; თანამედროვე ცეკვა; ბენდების კონკურსი; დუეტები; ინტერმედია-თეატრალური დადგმა - „ჰიგია“; ბადმინტონი (გოგონები); საგანმანათლებლო პროექტი City Game.
II ადგილი: ჭადრაკი (გოგონები); სოლო სიმღერა; მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები); ნარდი (გოგონები); ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“.
III ადგილი: ჩოგბურთი (ვაჟები); ბადმინტონი (გოგონები); ბოულინგი; მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები); ქართული ლიგა; ჭადრაკი (ვაჟები).
ცნობისთვის, “სტუდფესტი 2024” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.