კლაიპედას (ლიეტუვა) გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ლექციები თსსუ-ში

2024 წლის 24-26 ივნისს, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, კლაიპედას (ლიეტუვა) გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიოთერაპიის დეპარტამენტის ლექტორმა, ფიზიკური თერაპიის მაგისტრმა დაივა ლენსიუსკიენემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციები გამართა.

ლექციების კურსი, რომელიც კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარეობდა, ითვალისწინებდა გერიატრიულ რეაბილიტაციაში თანამედროვე მიდგომებისა და ახალი სადიაგნოსტიკო და ფიზიოთერაპიული მეთოდების გაცნობას. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და კლაიპედას გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს.

ცნობისთვის, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წელს იგეგმება თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ვიზიტები კლაიპედას გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტში.