თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ISO ხარისხის მართვის შესაბამისობის რესერტიფიცირება გაიარა

2024 წელს, ხელახალი რესერტიფიცირების მიზნით, აუდიტორებმა შეამოწმეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საქმიანობის ხარისხის შესაბამისობა ISO 9001:2015 სტანდარტის ახალი ვერსიის მოთხოვნებთან და დასკვნის საფუძველზე მიანიჭეს სამწლიანი სერტიფიკატი.

აღნიშნული ადასტურებს, რომ თსსუ-ის საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს საგანმანათლებლო სივრცეში. 

ISO-ს 9001:2015  სერტიფიკატი, როგორც   ავტორიტეტული საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში ფართოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მეშვეობით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო და საქართველოს საკანონმდებლო ნორმებს.

ცნობისთვის, ISO-ს 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტია, რომლის პრინციპებია: ლიდერობა, პერსონალის ჩართულობა, პროცესუალური მიდგომები, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და ურთიერთობების მართვა. 

თსსუ, როგორც განვითარებაზე, ხარისხის მართვის გაუმჯობესებასა და შედეგიანობაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი, კვლავ განაგრძობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და დგას იმ სასწავლო დაწესებულებების გვერდით, რომელთაც მსოფლიოში წამყვანი პოზიციები უჭირავთ.