2024 წლის 19-23 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ტატიშვილი და ამავე დეპარტამენტის სამეცნიერო კვლევების განვითარების კოორდინატორი მიხეილ დიაკონიძე მივლინებით იმყოფებოდნენ ქალაქ ჰანოვერში (გერმანია).
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პოტენციურ დამსაქმებლებთან (სამედიცინო დაწესებულებებთან), რომლის მიზანს წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის საზაფხულო დასაქმების/სტაჟირების არეალის გაფართოვება.
შეხვედრები და მოლაპარაკებები განხორციელდა მრავალპროფილური კლინიკებისა და სპეციალიზებული ჰოსპისების ადმინისტრაციულ და სამედიცინო პერსონალთან; განხილულ იქნა საზაფხულო დასაქმების პროგრამების ფარგლებში არსებული ვაკანსიების ზრდის შესაძლებლობები.
,,მივლინების შედეგად მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შედეგები. რიგმა სამედიცინო დაწესებულებებმა გამოხატეს მზაობა გააფართოონ საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული პოზიციების სპექტრი. აღსანიშნავია, რომ ახალმა დაწესებულებამ გამოთქვა პროექტში ინტეგრირების სურვილი, შედეგად შემუშავდა სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიული გეგმა. აღნიშნული შედეგები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის საზაფხულო დასაქმების/სტაჟირების შესაძლებლობების დივერსიფიკაციასა და გაფართოებას“, - აღნიშნა კლინიკებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ტატიშვილმა.