თსსუ-მა “ვორლდ ვიჟენის” და “საქართველოს კარიტასის მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრისა და დღის ცენტრის” ბენეფიციარებს უმასპინძლა

2024 წლის 17 სექტემბერს, პირველადი გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სტუდენტური სიმულაციური კლუბის ორგანიზებით და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დახმარებით, “ვორლდ ვიჟენის” და “საქართველოს კარიტასის მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრისა და დღის ცენტრის” ბენეფიციარებს უმასპინძლა. 

ბავშვებმა სტუდენტური სიმულაციური კლუბის წევრებთან ერთად, დაათვალიერეს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებული „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი“ და თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი. 

შეხვედრა საინფორმაციო სახის იყო, რომლის ფარგლებში, სტუდენტური სიმულაციური კლუბის წევრებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე - “ სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი მოზრდილებში  და პირველადი დახმარება გარეგანი სისხლდენის დროს”. 

შეხვედრის დასასრულს, “ვორლდ ვიჟენის” და “საქართველოს კარიტასის მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრისა და დღის ცენტრის” ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.