თსსუ ღონისძიებაზე - ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის

2024 წლის 26 სექტემბერს ქალაქ გორში ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება - "ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის".

 გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ: თსსუ-ის სტუდენტები; სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლუიზა გაბუნია; კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე; იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი მალხაზ გეთია;

ღონისძიება განკუთვნილი იყო სკოლის მოსწავლეებისთვის,  სტუდენტებისა და მეცნიერებით დაინტერესებული პირებისთვის.

კვირეულზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციების ცენტრმა და იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა წარადგინა  აქტივობები - "პირველადი სამედიცინო დახმარება - სიცოცხლის გადასარჩენად!“  და “ქართული ფარმაცია, მეცნიერება და წამალი - ტრადიციებით მომავლისაკენ".

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შემეცნებითმა და ინტერაქტიულმა ღონისძიებებმა და წარმოდგენილმა სამეცნიერო სიახლეებმა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ პროექტი - "ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის" საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასპინძლობით ჩატარდა.