ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის (ავსტრია) სტუდენტმა ჰანა ლენა ლუზიანიმ სტაჟირება თსსუ-ის პედიატრიის დეპარტამენტში გაიარა
2024 წლის 16 სექტემბრიდან 16 ოქტომბრამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის (ავსტრია) სტუდენტი ჰანა ლენა ლუზიანი იმყოფებოდა.
მან სტაჟირება თსსუ-ის პედიატრიის დეპარტამენტში გაიარა.
როგორც სტუდენტმა აღნიშნა, ძალიან კმაყოფილია საქართველოში მიღებული გამოცდილებით და სხვა სტუდენტებს რეკომენდაციით მიმართავს მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში.
„ყოველი დილა კლინიკაში პაციენტების მდგომარეობის განხილვით იწყებოდა. შემდეგ ვატარებდით შემოვლას და ვსინჯავდით პაციენტებს. ქართველი ექიმები ძალიან ყურადღებიანები არიან. მომეწონა მათი კომუნიკაციის ფორმა პაციენტებთან მიმართებაში. კლინიკაში ყოფნისას შევისწავლე პაციენტებში სხვადასხვა მდგომარეობების მართვის სპეციფიკა.
ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოში მიღებული გამოცდილებით. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეცნობი სხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკები იძლევა საუკეთესოდ განვითარების შესაძლებლობას, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ვხედავ, რომ აქ ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტია. ამიტომ, სტუდენტებს ვურჩევ, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ გამოცდილება ქართველი ექიმებისგან“, - აღნიშნა ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის (ავსტრია) სტუდენტმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტში ჰანა ლენა ლუზიანი თსსუ-სა და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა.