2024 წლის 22-30 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ERASMUS+ ის პროექტის ფარგლებში, ბონის (გერმანია) უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ERASMUS+ პროექტების აკადემიური კოორდინატორი, პროფესორი ვალტერ ბრანჰაუზენი ეწვია.
გერმანელმა პროფესორმა თსსუ-ის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის წაიკითხა ლექციები საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გლობალური ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე.
ვიზიტისას პროფესორი ვალტერ ბრანჰაუზენი შეხვდა თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, დაათვალიერა კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.