საჯარო ლექცია - ფიზიკური რეაბილიტაციის თავისებურებანი ამერიკის შეერთებულ შტატებში

2024 წლის პირველ ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ემორის უნივერსიტეტის (აშშ) მედიცინის სკოლის ფიზიკური დეპარტამენტის პროფესორი მერი იოჰანსონი ეწვია.

ამერიკელმა პროფესორმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია: „ფიზიკური რეაბილიტაციის თავისებურებანი ამერიკის შეერთებულ შტატებში“. 

შეხვედრაზე  განხილული იყო  ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის უმნიშვნელოვანესი როლი  პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებში, ფუნქციის აღდგენის, ტკივილის შემცირების, ფიზიკური რეაბილიტაციის ინოვაციური სერვისები და დამხმარე ტექნოლოგიები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენება. 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პერსონალიზებულ მკურნალობაზე, რომელიც პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მიზნებზე მორგებულ მიდგომას წარმოადგენს.

ლექციამ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა და დამსწრე აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია.