სისხლის უანგარო დონაცია თსსუ-ში

2024 წლის 11 ნოემბერს თსსუ-ში საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით სისხლის უანგარო დონაციის აქცია „აჩუქე სიცოცხლე“ ჩატარდა.

სისხლის უანგარო დონაციაში, რომლის მთავარი მიზანია უანგარო დონაციის პოპულარიზაცია და სისხლის მარაგის შევსება, 65-მა დონორმა მიიღო მონაწილეობა.

სისხლის უანგარო დონორები იყვნენ თსსუ-ის როგორც ქართველი, ასევე, საერთაშორისო სტუდენტები.

სისხლის დონაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და კანცლერმა, ბატონმა ალექსანდრე ბუაჩიძემ. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაცია ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელიწადში რამდენჯერმე იმართება.