ვიზიტი სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში

2024 წლის 23-28 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ელენე ფაღავა, Erasmus + ის KA 171 პროგრამის ფარგლებში, ვიზიტით იმყოფებოდა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი).

ელენე ფაღავამ წაიკითხა ლექციები: ,,საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაცია“; ,,ანტიბიოტიკორეზისტენტობა და ბაქტერიოფაგები საქართველოში“; „დაავადების რისკ-ფაქტორების დადგენა თსსუ-ის სტუდენტებში“. ლექციებს ესწრებოდნენ სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის სტუდენტები და მოლეკულური მედიცინისა და ქრონიკული დაავადებების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დოქტორანტები და მკვლევარები.

ასოცირებული პროფესორი ელენე ფაღავა შეხვდა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის თანამშრომლებს, შეხვედრისას განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის საკითხები სამეცნიერო მიმართულებით.