მოლიზეს უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორ ჯულიო პეტრონიოს ვიზიტი თსსუ-ში

2024 წლის 3 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტს ეწვია მოლიზეს უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორი ჯულიო პეტრონიო, რომლის ვიზიტი მიზნად ისახავდა მიკრობიოლოგიის დეპარტამენტთან თანამშრომლობას, როგორც სალექციო კურსების ჩატარების, ისე სამეცნიერო კვლევითი პროექტების განხორციელების მიმართულებით.

პროფესორმა პეტრონიომ თსსუ-ის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია მიკრობიოლოგიაში უახლესი მიღწევების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ პროფესორ პეტრონიოს ლექციები სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს თანამედროვე მიკრობიოლოგიის, ინფექციური დაავადებების და ანტიმიკრობული რეზისტენტობის უახლესი მიღწევებისა და გამოწვევების განხილვას.  

ცნობისთვის, მოლიზეს უნივერსიტეტი  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) ახალი საერთაშორისო პარტნიორია. თანამშრომლობა ხორციელდება ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე.  

ინიციატივის მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რომელიც გახსნის ახალ შესაძლებლობებს კვლევითი თანამშრომლობისთვის, სტუდენტური გაცვლითი პროგრამებისთვის და ერთობლივი პროექტებისთვის.