გერმანელი პროფესორების ვიზიტი თსსუ-ში

2024 წლის 18-19 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: როიტლინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი, ბადენ-ვიურტემბერგის დოქტორანტთა ასოციაციის წევრი ნატივიდად მარტინესი და კონსტანცის ტექნოლოგიის, ბიზნესისა და დიზაინის უნივერსიტეტის (გერმანია) გლობალური გამოთვლების დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი რალფ ზიპოლდი. 

მათი ვიზიტი განხორციელდა გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) ორგანიზებით.

გერმანელი პროფესორები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს. შეხვედრას ესწრებოდნენ: რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია; თსსუ-ის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კილაძე. 

შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და კონსტანცის ტექნოლოგიის, ბიზნესისა და დიზაინის უნივერსიტეტს შორის დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა.