პირველკურსელთა სამეცნიერო კონფერენცია „სოციოლოგია ჯანდაცვაში“

2025 წლის 20 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარდა ტრადიციული კონფერენცია „სოციოლოგია ჯანდაცვაში. 

ღონისძიების მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო კვლევები, რომელიც მოიცავდა ახალგაზრდების პრობლემებს და ჯანმრთელობით რისკ ფაქტორებს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ქართული- და ინგლისურენოვანი პროგრამების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა: მარიამ შალვაძემ; მარიამ დემეტრაშვილმა; ლიზა მეფარიშვილმა; ქრისტინე მუმლაძემ; მარიამ გასვიანმა; მარიამ ხარანაულმა; თეკლე ჭინჭარაულმა; ვალენტინა ჰუსეინმა და ალფატიჰ ეიმირმა.  

ღონისძიების დასასრულს, თსსუ-ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტმა ივლიანე სურმავამ კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს და მათ ხელმძღვანელებს სერტიფიკატები გადასცა.