თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერებმა აჭარის რეპრესირებულთა მასობრივი სამარხიდან მეექვსე ნეშტის იდენტიფიცირება მოახდინეს.
თსსუ-ის სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორია უკვე სამი წელია მუშაობს პროექტზე -„აღდგენის, დოკუმენტაციისა და იდენტიფიცირების ქართული პროექტი“, რომელიც მოიცავს 1930-იან წლებში აჭარაში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი სამარხების შესწავლას, ანთროპოლოგიურ გამოკვლევასა და იდენტიფიცირებას.
პროექტი ხორციელდება „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოცაციის“, ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), თისაიდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი), პემორარიანის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) სასამართლო ანთროპოლოგიის დეპარტამენტებისა და სასამართლო გენეტიკის დეპარტამენტების ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე.
იხილეთ სიუჟეტი: