თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და მოწვეული მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „კვლევითი აქტივობის განვითარების შესაძლებლობები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში“.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს სამეცნიერო მუშაობის პროცესში ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრირება. შეხვედრა მოიცავდა როგორც თეორიულ საკითხებს, ასევე პრაქტიკული მაგალითების განხილვასაც.
ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნენ „კვლევითი აქტივობის თანამედროვე შესაძლებლობებსა და სამეცნიერო გრანტის წერის პრინციპებსაც’’. ამ სესიამ გააერთიანა ისეთი თემები, როგორიცაა სხვადასხვა სახის დაფინანსების წყაროების მოძიება, საგრანტო პროექტების წარმატებით დაგეგმვის ტექნიკები და წერის მეთოდოლოგია.
კიდევ ერთი პანელი, რომელიც ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა, „აკადემიური წერის თანამედროვე პრინციპებს“ დაეთმო. ამ ნაწილში ყურადღება გამახვილდა აკადემიური ტექსტების სტრუქტურირებაზე, სტანდარტებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე.
ტრენინგის მიზანი იყო თსსუ-ის აკადემიური საზოგადოებისთვის თანამედროვე კვლევითი უნარების გაძლიერება, ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა და საგრანტო საქმიანობის აქტივიზაცია.