თსსუ-ში სამეცნიერო უნარ-ჩვევების შესახებ სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსი ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის სტუდენტებისთვის, ჩატარდა ტრენინგ-კურსი: „სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, კვლევის შედეგების დისემინაცია, ეთიკის საკითხები, პლაგიარიზმის თავიდან აცილება და ინფორმაციული ტექნოლოგიები მეცნიერებაში“.

ღონისძიების მიზანი იყო თსსუ-ის სტუდენტებისთვის სამეცნიერო კვლევების დაგეგმვის, განხორციელებისა და შედეგების გავრცელების თანამედროვე სტანდარტების გაცნობა, რაც ხელს შეუწყობს მათი სამეცნიერო კომპეტენციების გაღრმავებასა და დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობის განვითარებას.

ტრენინგ-კურსზე მოხსენებებით წარსდგნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ლუიზა გაბუნია და ცენტრის უფროსი სპეციალისტები: ასოცირებული პროფესორი შორენა ხეცურიანი და  ასოცირებული პროფესორი ნათია გამყრელიძე.

ტრენინგ-კურსი თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელობით, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებითა და სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის „ენდევორი“ თანაორგანიზებით ჩატარდა.