გადაცემა “მედიცინა შენს ენაზე” ‘’საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის’’ პროექტია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე თვეა ხორციელდება.
გადაცემა ყოველკვირეულია და youtube პლატფორმაზე ყოველ კვირა დღეს 20:00 საათზე გადის. ამ დრომდე პროექტის ფარგლებში 14 ეპიზოდი მომზადდა.
პროექტის მიზანია მოსახლეობისათვის სანდო ინფორმაციის მიწოდება და თანამედროვე მედიცინის აქტუალური თემების განხილვა მარტივად გასაგებ ენაზე.
თითოეული ეპიზოდი ერთ, აქტუალურ სამედიცინო თემას ეთმობა. გადაცემის ფარგლებში საკითხზე სიღრმისეულად მსჯელობენ, რაც მსენელს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის საინტერესო თემებზე ამომწურავი ინფრომაცია მიიღოს პროფესიონალებისგან.
გადაცემის სტუმრები არიან ყველასათვის ცნობილი და სანდო სპეციალისტები, რომლებიც საკუთარი გამოცდილებიდან და მსოფლიოში აღიარებული გაიდლაინებიდან გამომდინარე, მოსახლეობას ზუსტ ინფორმაციას აწვდიან და აბათილებენ მითებს, რომლებიც წლების განმავლობაში საზოგადოებაში მყარად დამკვიდრდა.
გადაცემის უკვე გასული და ახალი ეპიზოდების მოსმენა შეგიძლიათ ამ ბმულზე - საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის Youtube არხზეა.