ი.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება დაარსდა 1947 წელს. იგი  წარმოადგენს თსსუ-ის სტუდენტთა  გაერთიანებას, რომელიც ემყარება თვითმმართველობის პრინციპებს და თავის საქმიანობას წარმართავს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის, უნივერსიტეტის და თავად ორგანიზაციის წესდების საფუძველზე.

საზოგადოების მიზნებია:

თსსუ-ში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა;

სტუდენტებში სამეცნიერო მუშაობის უნარ-ჩვევების დანერგვა;

მედიცინით დაინტერესებული სტუდენტების გათვითცნობიერება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პრინციპებსა და მეთოდოლოგიაში

ყოველწლიურად სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის შეჯამება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების სახით;

კვლევითი კონფერენციების დაგეგმა/ჩატარება;

საქართველოს და უცხოეთის სამედიცინო სკოლების მსგავს სტრუქტურებთან კავშირის დამყარება და ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა;

სამეცნიერო საზოგადოება გამოსცემს საკუთარ პოლიგრაფიულ მასალებს: კონფერენციების აბსტრაქტების კრებულებსა და ბუკლეტებს;

საკონტაქტო ინფორმაცია:

პრეზიდენტი: ივლიანე სურმავა  

ტელ: 596 16 19 19

Email: tarkhnishvili@tsmu.edu

Facebook

Instagram


გაწევრიანების სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ.