თსსუ-ის სტუდენტები სტაჟირებაზე ჰანოვერის სამედიცინო სკოლის მიერ ორგანიზებულ LISA საზაფხულო აკადემიაში იმყოფებიან

DAAD-SDG ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო საპარტნიორო პროექტის „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“ ფარგლებში,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 7 სტუდენტი 2025 წლის LISA საზაფხულო აკადემიაში მონაწილეობს, რომელიც ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში ტარდება.

სტუდენტებმა 2024 წელს თსსუ-ში გაიარეს არჩევითი კურსი „მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“ და ახლა საზაფხულო აკადემიაში ეცნობიან სამეცნიერო საქმიანობის სპეციფიკას. პროგრამა მოიცავს ერთკვირიან თეორიულ მოდულს და ორკვირიან პრაქტიკულ სამუშაოს ლაბორატორიებში.

სტაჟირება სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაეცნონ თანამედროვე სამეცნიერო მეთოდებს, განივითარონ პრაქტიკული უნარები და სამომავლოდ დამოუკიდებელ კვლევით პროექტებზე იმუშაონ.

DAAD-SDG ფონდის საერთაშორისო პროექტი „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ჰანოვერის სამედიცინო სკოლის პარტნიორობით 2024 წლის იანვრიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამეცნიერო უნარების გაძლიერებას.