მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებული Journal Club-ის პროექტის VI სეზონი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებულმა Journal Club-მა წარმატებით დაასრულა ტრადიციად ქცეული პროექტის VI სეზონი. 

აღსანიშნავია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში თსსუ-ის სტუდენტებმა წარმოადგინეს სამეცნიერო სტატიები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა:

სპინალური კუნთოვანი ატროფიის სკრინინგი (ლიზი წულაია, ლიზი ყარალაშვილი); 

აუტისტური სპექტრის აშლილობა და FRAA აუტოანტისხეულები (ცისანა უგულავა, ნიკოლოზ კეთილაძე);

მცდარი წარმოდგენები ეგზონებზე და ე.წ. “შხამიანი ეგზონები” (ნატალია ქაჯაია, მარიამ ქერეჭაშვილი); 

მიკრო-რნმ-ების რეგულაცია პარკინსონის დაავადების დროს (ანი გაგოშვილი, მარიამ ბრეგაძე)

ფარმაკოგენომიკა კლინიკურ პრაქტიკაში (თეკლა მხეიძე, ანასტასია გოგიშვილი)

“მტაცებელი”, თაღლითური ჟურნალები და საეჭვო კონფერენციები (ნათა შამათავა, ანი ბერიანიძე)

დნმ-ის მეთილირების სიგნატურები ქრომატინოპათიებისთვის (კოტე ბარბაქაძე, ნინო ქურთუბაძე)

უჯრედული დიფერენციაციის ტრაექტორიების კონტროლი სიმსივნის რევერსიისთვის (ელენე ბოკუჩავა, თამარ ყელბერაშვილი)

გრძელი წაკითხვის სექვენირების ტექნოლოგია და მისი როლი იშვიათი დაავადებების დიაგნოსტირებაში (ლუკა მაჩიტაძე, მარიამ ლაშქარაშვილი)

Journal Club-ის პროექტის მეექვსე სეზონის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, ასევე სტუდენტების მიერ გამოვლინდა საუკეთესო მოხსენების ავტორები: ელენე ბოკუჩავა და თამარ ყელბერაშვილი. 

Journal Club-ის ფორმატი ითვალისწინებს სტუდენტებისა და ლექტორების რეგულარულ შეხვედრებს მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის, გენომიკისა და ტრანსლაციური მედიცინის კუთხით წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული უახლესი სტატიების გაცნობისა და დისკუსიის მიზნით.