ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნევროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარის ვიზიტი თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკაში

თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკაში სამუშაო ვიზიტით ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნევროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი რეზა მარუფიანი იმყოფებოდა.

რეზა მარუფიანი შეხვდა თსსუ-ის ვიცე-რექტორს, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ სოფიო ბახტაძეს და კლინიკის სამედიცინო დირექტორს ალექსი ვაჩაძეს. შეხვედრისას მკვლევარმა გამოთქვა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი არა მხოლოდ ნევროლოგიური, არამედ ენდოკრინოლოგიური და ნეონატალური მიმართულებითაც.

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტსა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნევროლოგიის ინსტიტუტს ურთიერთთანამშრომლობის 9-წლიანი ისტორია აქვს, რომელიც პროექტ "SYNAPS"-ის ფარგლებში ხორციელდება. ამჟამად მიმდინარეობს კვლევა განვითარებითი ეპილეფსიური ენცეფალოპათიების და მოძრაობითი დარღვევების გენეტიკური პროფილის შესწავლის მიმართულებით, იგეგმება შესაბამისი პაციენტების გენეტიკური პროფილის შესწავლა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნევროლოგიის ინსტიტუტის გენეტიკურ ცენტრში.