პროექტი LabGen_PBL, რომელიც თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის არჩევითი საგანია, საერთაშორისო სწავლების ბრწყინვალების ჯილდოზეა ნომინირებული

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არჩევითი საგანი „LabGen_PBL – პროექტზე დაფუძნებული სწავლება ლაბორატორიულ გენეტიკაში“ ნომინირებულია PROFFORMANCE-ის საერთაშორისო სწავლების ბრწყინვალების ჯილდოზე (2024/25) კატეგორიაში: სტუდენტზე ორიენტირებული კურსის დიზაინი.

საგანი 2019 წლიდან ისწავლება თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მე-5 სემესტრის სტუდენტებისთვის.

პროექტში მონაწილე თსსუ-ის წარმომადგენლები: ეკა კვარაცხელია, მაია ზარანდია, თინათინ ტყემალაძე და ელენე აბზიანიძე, PROFFORMANCE-ის საერთაშორისო უმაღლესი განათლების მასწავლებელთა ქსელის წევრები გახდნენ.

„LabGen_PBL“-ის საუკეთესო პრაქტიკა უკვე შეტანილია PROFFORMANCE-ის სწავლების ბრწყინვალების მონაცემთა ბაზაში.