თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის კონფერენციაზე (EAIE)

ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის (EAIE) 35- ყოველწლიურ კონფერენცია შვედეთის ქალაქმა გოთენბურგმა უმასპინძლაEAIE წარმოადგენს უმაღლესი განათლების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ფორუმს, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებს.

მიმდინარე წელს კონფერენცია მასპინძლობდა 100-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას. მთავარი მიზანი იყო უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თანამედროვე ტენდენციების გაცნობა, საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება და განათლების გლობალურ სივრცეში თანამშრომლობის ახალი გზების მოძიება.

ევროპის ყველაზე მასშტაბურ კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტ წარადგინეს: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ქეთევან ბიბილაშვილმა; მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ინგა კახნიაშვილმა და ERASMUS+ ინსტიტუციური კოორდინატორმა ნინო კანდელაკმა, რომელთა მიზანი იყო არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება, ახალი პროექტების დაწყება და გამოფენაში მონაწილე უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან ახალი კავშირების დამყარება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები EAIE- ის ფარგლებში შეხვდნენ 21 ქვეყნის 35 უნივერსიტეტის დელეგატს. მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა თსსუ-სთვის პრიორიტეტულია, რადგან ის აძლიერებს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებს, ქმნის ახალ შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის პლატფორმებს, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს კიდევ უფრო ამდიდრებს.

დელეგაციის წევრთა შეფასებით, წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. მათ შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, რაც მომავალში ხელს შეუწყობს თსსუ-ის ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის გაფართოებას და ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას.

როგორც თსსუ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თსსუ-ის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტსსაერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და განათლების ხარისხის უწყვეტ განვითარებას გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში.