„თბილისის ძუძუს კიბოს კონფერენცია – 2025“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ‘’თბილისის ძუძუს კიბოს კონფერენცია-2025’’ ჩატარდა. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების 107-წლიან ისტორიას.

კონფერენია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, Caraps Medline-ის და Vian/MOB-ის ორგანიზებით გაიმართა. 

შეხვედრა დილიდან საღამომდე გაგრძელდა და მასში მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა. გახსნის სესია მისასალმებელი სიტყვებით დაიწყეს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, Caraps Medline-ის დირექტორმა ნინო კუტალაძემ, VIAN-ის მულტიდისციპლინური ონკოლოგიური ბორდის ხელმძღვანელმა პროფესორმა ალექსი ბაიდოშვილმა, თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა რემა ღვამიჩავამ და ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ.

კონფერენციის პროგრამა მოიცავდა მრავალ თემატურ სესიას, სადაც დეტალურად განიხილეს ძუძუს კიბოს ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები, დიაგნოსტიკის ინოვაციური მიდგომები, სისტემური თერაპიის და ენდოკრინული პათოლოგიის მართვა, ასევე რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები. წარმოდგენილი იყო ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობის გამოცდილება, რადიოონკოლოგიისა და დასხივების უახლესი სტრატეგიები, ინტრაოპერაციული სხივური თერაპიის პრაქტიკა და სკრინინგის მნიშვნელობა ძუძუს კიბოს დროულ გამოვლენაში.

მომხსენებლებმა, რომელთა შორის იყვნენ პროფესორები და სპეციალისტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და კლინიკიდან, კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება, ასევე განიხილეს საინტერესო კლინიკური შემთხვევები. 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა შემაჯამებელი მსჯელობა, სადაც მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობას. კონფერენციის ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს მონაწილეებსა და პარტნიორებს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.