თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ტკივილის მულტიმოდალური თერაპია“.
შეხვედრას უძღვებოდა ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიის, ინტენსიური თერაპიისა და ტკივილის თერაპიის დეპარტამენტის უფროსი ექიმი, მედიცინის დოქტორი ნინო ნინიძე.
შეხვედრაზე ისაუბრეს ტკივილის თანამედროვე მართვის სტრატეგიებზე, მედიცინის დოქტორმა წარმოადგინა პაციენტთა მართვის კონკრეტული მაგალითები და გააზიარა ევროპულ კლინიკურ პრაქტიკაში დანერგილი ინოვაციური მიდგომები.
განხილვისას ყურადღება გამახვილდა ტკივილის მულტიმოდალური თერაპიის არსზე, მედიკამენტური და არამედიკამენტური მეთოდების კომბინაციის მნიშვნელობაზე, ასევე ინდივიდუალურ პაციენტზე მორგებული მკურნალობის შედეგებზე.
ლექცია გათვლილი იყო როგორც თსსუ-ის სტუდენტებზე, ისე ექიმებსა და დარგის სპეციალისტებზე.
ლექციამ აუდიტორიაში დიდი ინტერესი გამოიწვია, შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია.