საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტში პირველად ჩატარდა
ობიექტურად
სტრუქტურირებული
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
გამოცდა
(Objective Structured Public Health Examination – OSPHE).
OSPHE
წარმოადგენს
შეფასების ინოვაციურ მეთოდს, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში არის დანერგილი. ობიექტურად სტრუქტურირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოცდა დაფუძნებულია სამედიცინო განათლებაში გავრცელებული ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) პრინციპებზე, თუმცა სპეციალურად არის ადაპტირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროსთვის. OSPHE აფასებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარებს — კრიტიკულ ანალიზს, სწრაფი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას და ეფექტიან კომუნიკაციას. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს ადრეული ეტაპიდან განავითარონ თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის მართვისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენციები.
OSPHE-ს გამოცდა სასწავლო კურსში
„ჯანდაცვის
პოლიტიკა
და
მენეჯმენტი“
ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მეექვსე სემესტრელმა სტუდენტებმა საგანმანათლებლო
პროგრამებიდან
- „საზოგადოებრივი
ჯანდაცვა“
და
„საზოგადოებრივი ჯანდაცვა
და
მენეჯმენტი“.
გამოცდა შედგებოდა ექვსი სადგურისგან, რომლებშიც სტუდენტებს, განსაზღვრული დროის
განმავლობაში
ევალებოდათ სხვადასხვა შემთხვევის ანალიზი, შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. თითოეულ სადგურზე სტუდენტებს ხუთი კრიტერიუმის მიხედვით აფასებდნენ, რაც უზრუნველყოფდა პროცესის ობიექტურობასა და სამართლიანობას.
გამოცდის დასრულების შემდეგ ჩატარებული
გამოკითხევის მიხედვით, სტუდენტები კმაყოფილები არიან გამოცდის ახალი
მეთოდოლოგიით.
გამოცდა ამჯერად განხორციელდა ერთი სასწავლო
კურსის
ფარგლებში,
სატესტო
რეჟიმში,
რაც
მნიშვნელოვან
საფუძველს
ქმნის
მისი
შემდგომი
სრულყოფისა
და
დახვეწილი
ფორმატის
ჩამოყალიბებისთვის.
მიღებული
გამოცდილება
ხელს
შეუწყობს
როგორც
საგანმანათლებლო
პროცესის
ხარისხის
ამაღლებას,
ასევე
სტუდენტთა
შეფასების
სტანდარტების
მაქსიმალურ
მიახლოებას
თანამედროვე
საერთაშორისო
პრაქტიკასა
და
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
ახალ
დარგობრივ
მახასიათებლებთან,
რომლებიც
ორიენტირებულია
ინოვაციებსა
და
სიახლეებზე,
როგორც
სწავლების,
ასევე
შეფასების
მიმართულებით.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
ფაკულტეტი
მუდმივად
ნერგავს
სწავლებისა
და
შეფასების
ინოვაციურ
მეთოდებს,
რაც
უზრუნველყოფს
მაღალი
ხარისხის
განათლებას
და
ხელს
უწყობს
კვალიფიციური
სპეციალისტების
მომზადებას,
რომლებიც
მზად
არიან
ეფექტიანად
და
წარმატებით
უპასუხონ
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
თანამედროვე
გამოწვევებს.