AMEE Guide (გზამკვლევი) - საქართველოს გამოცდილებით

AMEE Guide No. 188 - სათაურით -The purpose and use of objective structured teaching encounters (OSTE) in faculty development programmes - განსაკუთრებული პუბლიკაციაა, რომელიც AMEE-ს ჟურნალში Medical Teacher (იმპაქტ ფაქტორი (IF) 4.4) გამოქვეყნდა. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც AMEE Guide-ში გაზიარებულია საქართველოს, კერძოდ კი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოქმედი AMEE-ს რეგიონული ცენტრის გამოცდილება.

გზამკვლევი ეძღვნება აკადემიური განვითარების პროგრამებში OSTE-ს (ობიექტურად სტრუქტურირებული სასწავლო პრაქტიკა) მნიშვნელობას და გამოყენებას. 

პუბლიკაციაში წარმოდგენილია 4 ქვეყნის მაგალითი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (საქართველო), სუნ იატ-სენის უნივერსიტეტის პირველი აფილირებული ჰოსპიტალი (ჩინეთი); გალფის სამედიცინო უნივერსიტეტი (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და ლივერპულის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი).

პუბლიკაციის ავტორები არიან:

პროფესორი დევიდ ტეილორი - გალფის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი (არაბთა გაერთიანებული საამიროები). პროფესორი ტეილორი, ასევე გახლავთ თსსუ-ის საპატიო დოქტორი; 

სალომე ვორონოვი - AMEE-ს საქართველოს რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი და თსსუ-ის აკადმიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 

და-ია იანგი, AMEE-ს ჩინეთის რეგიონული ცენტრის თანა-ხელმძღვანელი, სუნ იატ-სენის უნივერსიტეტის პირველი აფილირებული ჰოსპიტალი, (ჩინეთი).