პროფესორ რუსუდან ბერიაშვილის ოფიციალური ვიზიტი მაროკოში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რუსუდან ბერიაშვილმა, ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მმართველობის ცენტრის მიწვევით, მაროკოში  სასამართლო სამედიცინო ექსპერტებისთვის, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით, ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა. 

ტრენინგი მიეძღვნა „სტამბოლის პროტოკოლის“ ახალ გამოცემასა და სტამბოლის პრინციპებს, რაც მიზნად ისახავს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევების ეფექტიან გამოძიებასა და დოკუმენტირებას, ასევე ეფექტიან პრევენციას. 

შეხვედრაზე განიხილეს მაროკოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატებები. შეხვედრის ფარგლებში, ასევე დაიგეგმა სამომავლო სამუშაოების ძირითადი მიმართულებები და შემუშავდა სამოქმედო გეგმა.

ტრენინგი ჩატარდა ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მმართველობის ცენტრის მხარდაჭერით და მაროკოს გენერალურ პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი მაროკოში ოფიციალური ვიზიტით 2025 წლის - 5 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით იმყოფებოდა.