თსსუ-ის სტუდენტების წარმატება „სტუდფესტი 2025“-ზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალგაზრდული ფესტივალის სტუდფესტი 2025“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში წარმატება მოიპოვეს და რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვეს.

წელს ფესტივალში მონაწილეობა 15 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, აქედან 400-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც პრიზებით და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

თსსუ-ის სტუდენტებმა გამარჯვება მოიპოვეს შემდეგ ნომინაციებში:

III ადგილი: თანამედროვე ცეკვა

III ადგილი: ხალხური სიმღერა

ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.

მინისტრმა გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, კულტურული ჩართულობისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის წახალისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სტუდფესტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ინიციატივაა, რომელსაც სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია ერთობლივად ახორციელებენ.