EYES 2025 -ის საერთაშორისო კონფერენციაზე თსსუ-ის დოქტორანტის ნინო სახანბერიძის ნაშრომი საუკეთესო აბსტრაქტებს შორის მოხვდა

ევროპის ახალგაზრდა ენდოკრინოლოგებისა და მეცნიერების მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე (EYES 2025) თსსუ-ის დოქტორანტის, ნინო სახანბერიძის ნაშრომი საუკეთესო აბსტრაქტებს შორის მოხვდა.

კონფერენციამ, რომელი მილანში (იტალია) ჩატარდა ერთ სივრეცში გააერთიანა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მკვლევრები და კლინიცისტები.

კონფერენციის მიზანი იყო უახლესი სამეცნიერო აღმოჩენების გაზიარება და ენდოკრინოლოგიის სფეროში არსებული თანამედროვე მიღწევების გაცნობა. 

კონფერენციაზე თსსუ-ის დოქტორანტმა ნინო სახანბერიძემ პოსტერული მოხსენება წარადგინა. 

ასევე, ნინო სახანბერიძემ აღნიშნულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოიპოვა ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის საგრანტო მხარდაჭერაც.