თსსუ-მ დოკუმენტური ფილმის „აფხაზეთი მე ვარ“ მე-7 ნაწილის ჩვენებას უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ორგანიზაცია ,,თაობა 21 საქართველო- მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ,,აფხაზეთი მე ვარ მე-7 ნაწილის ჩვენება გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა პროექტის ‘’აფხაზეთი მე ვარ’’ ავტორის, შორენა ჯავაშვილის ხსოვნას.

ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთიდან ომის გამო იძულებით გაგაადგილებულ ადამიანებზე, რომლებმაც, უმძიმესი ტრაგედიისა და ტკივილის მიუხედავად, განაგრძეს ცხოვრება, ყველაფერი თავიდან დაიწყეს და წარმატებული ადამინები გახდნენ. ფილმის ყველა გმირს, მძიმე მოგონებების გარდა, ისიც აერთიანებთ, რომ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან აფხაზეთში და ეს დაბრუნება იქნება მშვიდობიანი.

პროექტის ორგანიზატორთა თქმით, ფილმიც და პროექტიც მიზნად ისახავს ახალი თაობებისთვის ისტორიის გაცნობას, გმირთა ისტორიების გაცოცხლებას და იმ ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფას, ვინც სამშობლოსა და მშვიდობისთვის იბრძოლეს.

ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობა.

ფილმის ჩვენების შემდეგ, ახლადშექმნილი ორგანიზაციის ,,მშვიდობის ელჩები-მომავალი თაობა’’ პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც პროექტის ,, აფხაზეთი მე ვარ მხარდასაჭერად შეიქმნა და რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანებს. ორგანიზაციამ თსსუ-ში გამართული ღონისძიების ფარგლებში, საპატიო მშვიდობის ელჩები გამოავლინა და პროექტის ‘’მე ვარ აფხაზეთი’’ განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მათ სიგელები გადასცა.

საპატიო მშვიდობის ელჩის სიგელები გადაეცათ:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია;

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია;

ჯანმრთელობის სახლის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, რეკონსტრუქციული ქირურგიის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორიასოცირებული პროფესორი ირაკლი პაპასკუა.

აფხაზეთი მე ვარ - კომპლექსური პროექტია, რომლის ავტორი და განმახორციელებელი ორგანიზაცია თაობა 21 საქართველოა. პროექტის ფარგლებში გადაღებულია 7 დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი და უკვე გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნი, რომელშიც თავმოყრილია 73 მეომრის ისტორია.