თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორ ვიქტორ მანუელ ვაზკეზისგან მადლობის წერილი მიიღო.
პროფესორი ვასკესი თსსუ-ის მიერ მისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს წოდება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
„მსურს გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება იმისთვის, რომ მომანიჭეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის (Doctor Honoris Causa) წოდება. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთი აღიარება და მე კარგად ვაცნობიერებ, რამდენად დიდი მნიშვნელობა და ტრადიცია აქვს ამ წოდებას.
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მადლობა ამ განსაკუთრებული პატივისთვის, რომელიც არა მხოლოდ წარსული მიღწევების აღიარებაა, არამედ წახალისებაც — გავაგრძელო ჩვენი უნივერსიტეტებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებაში წვლილის შეტანა.
ასევე მადლობას ვუხდი თქვენი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს და ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს ნომინაციას“, - აღნიშნულია წერილში.
11 ნოემბერს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორ ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადასცა.