თსსუ-ში საჯარო ლექცია "ყველაფერი ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ“ ჩატარდა

ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული თსსუ-ში მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და კლინიკურმა მიკრობიოლოგმა, პროფესორმა თამარ დიდბარიძემ საჯარო ლექციით: ყველაფერი ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ“ გახსნა.

ლექცია შეეხებოდა ანტიმიკრობული რეზისტენტობის გლობალურ გამოწვევებს, მისი გავრცელების მექანიზმებსა და პრევენციის თანამედროვე მიდგომებს.

საჯარო შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, ასევე საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლიკა ჯანაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი თინათინ გაბრიჩიძე.

18-24 ნოემბერს მსოფლიო სლოგანით - ვიმოქმედოთ ახლა, დავიცვათ დღევანდელობა, უზრუნველვყოთ მომავალი“ - ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს აღნიშნავს.